თავში

დიეტოლოგმა ჯანსაღი საკვების საფრთხეებზე ისაუბრა

დიეტოლოგმა ჯანსაღი საკვების საფრთხეებზე ისაუბრა
დიეტოლოგმა ჯანსაღი საკვების საფრთხეებზე ისაუბრა

ავსტრალიელმა დიეტოლოგმა ჯანსაღი კვების საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანსაღი საკვები ხშირად ძალიან კალორიულია, რადგან შეიცავს ბევრ შაქარსა და ნახშირწყლებს, ამიტომ მათი მოხმარებისას საჭიროა ზომიერების დაცვა.

მათ რიცხვს მიეკუთვნება სმუზი. მიუხედავად იმისა, რომ ის მზადდება ახალი ხილით, თხილით და იოგურტით, რომელიც ზოგადად ჯანსაღად ითვლება, მიღებული პროდუქტი არ ჯდება ჯანსაღ და დაბალანსებულ კვებაში, რადგან სმუზის ერთი დოზა, შესაძლოა, შეიცავდეს 800 კალორიას და 80 გრამ შაქარს და შესაძლოა, დღიურ მაჩვენებელსაც გადააჭარბოთ.

"გახსოვდეთ, რომ სმუზი სრული კვებაა და არა დამატებითი სასმელი", - განაცხადა დიეტოლოგმა.

კიდევ ერთი ძალიან კალორიული საკვები, რომელიც ხშირად ჯანსაღ კვებასთან ასოცირდება, არის ყავისფერი ბრინჯი. ექიმმა აღნიშნა, რომ ერთი ჭიქა მოხარშული ბრინჯი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. მისი თქმით, ეს უტოლდება თეთრი პურის სამ-ოთხ ნაჭერს.

ჩირი, რომელიც ხშირად ჯანსაღი საკვების მაღაზიებში იყიდება, ასევე კალორიულია და შესაძლოა, შეიცავდეს ზედმეტ შაქარს. დიეტოლოგის აზრით, ჩირის მაგივრად ახალი ხილის მიღება არის სასურველი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system