თავში

დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

პალეონტოლოგებმა აღმოჩინეს დინოზავრის ახალი სახეობა, რომელიც დედამიწაზე 70 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ალიასკაზე გაქვავებული ყბის ჩონჩხი იპოვეს, რომელიც სიგრძეში სულ 14 მილიმეტრს აღწევს. მისი ანალიზის მიხედვით, მეცნიერები ასკვნიან, რომ ახლადაღმოჩენილი სახეობა მფინავი დინოზავრია, რომელიც ველოცირაპტორების ოჯახს მიეკუთვნება. ასაკით პატარა დინოზავრი შესაძლოა ლეკვის ზომისა ყოფილიყო.

პალეონტოლოგების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არქტიკა დინოზავრთა მიგრაციის მარშრუტზე მდებარეობს, როდესაც ისინი აზიიდან ჩრდილოეთ ამერიკისკენ გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მკვლევარები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ეგზემპლარი ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო.

კვლევა PLOS ONE.-მა გამოაქვეყნა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system