თავში

ლონდონში ეკოაქტივისტები აეროპორტის ბლოკირებას გეგმავენ

​ლონდონში ეკოაქტივისტები აეროპორტის ბლოკირებას გეგმავენ
ლონდონში ეკოაქტივისტები აეროპორტის ბლოკირებას გეგმავენ

გარემოს დამცველები ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ გლობალური პროტესტის ფონზე, ლონდონში Royal Docks აეროპორტის 3 დღით ბლოკირებას გეგმავენ. აეროპორტი ქალაქის საქმიან რაიონებს ემსახურება.

ეკოაქტივისტები აცხადებენ, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჰონგ-კონგის მსგავსი აქციები გაიმართება.

აქცია გარემოს დამცველების ორკვირიანი პროტესტის ფარგლებში იგეგმება. ეკოაქტივისტების თქმით, Royal Docks აეროპორტის ბლოკირება ამ ეტაპზე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება.

ლონდონში საყოველთაო ქაოსის თავიდან ასაცილებლად ემზადებიან. აეროპორტის ხელძღვანელობა პოლიციასთან ერთად მუშაობს, რომ ეკოაქტივისტების წინასწარი იდენტიფიცირება მოხდეს. ისინი ვარაუდობენ, რომ აქციის მონაწილეების მგზავრთა გაფრენისა და ჩამოფრენის გასასვლელების ბლოკირებას შეეცდებიან. აეროპორტი ავიარეისების მოსალოდნელი გადადებისთვისაც მზადაა.

დემონსტრანტებმა Royal Docks-ის ბლოკირება იმ მოტივით გადაწყვიტეს, რომ ის ძირითადად საქმიან ადამიანებსა და ბიზნესმენებს ემსახურება და აცქიის მონაწილეების თქმით, ყველაზე მეტად, გარემოს დაბინძურებაზე პასუხს სწორედ ეს ადამიანები აგებენ.

ლონდონი მსოფლიოს დიდ ქალაქებს შორის ერთ-ერთია, სადაც გარემოს დამცველთა მასშტაბური აქციები იმართება. ქალაქის ცენტრში უკვე დააკავეს ასობით დემონსტრანტი, რომლებიც ამ სახელმწიფო დაწესებულებების შესასვლელების, გზებისა და ხიდების ბლოკირებას ცდილობდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system