თავში

დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრ სახლთან საშობაო ნაძვის ხე აანთეს - VIDEO

​დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრ სახლთან საშობაო ნაძვის ხე აანთეს
დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრ სახლთან საშობაო ნაძვის ხე აანთეს - VIDEO

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრ სახლთან საშობაო ნაძვის ხის ანთების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ტრამპები სპეციალურად მოწყობილ პოდიუმზე ავიდნენ. ღილაკზე დაჭერის უფლება დონალდმა მეუღლეს დაუთმო.

აშშ-ს პრეზიდენტმა ღონისძიებაზე შობასა და ქველმოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ცერემონიაზე მყოფ საქველმოქმედო ორგანიზაციებს მათი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

"შობაცე ჩვენ მარადიულ სიმართლეს ვიხსენებთ, რომ ადამიანი ღმერთის საყვარელი შვილია. ჩვენ ერთიანი, მადლიერი ერი ვართ, ჩვენ ოჯახის მხიარულებას, თავისუფლების მადლს და შობის სასწაულს ვადიდებთ. ბედნიერი შობა ყველას!", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეთრ სახლთან საშობაო ნაძვის ხის ანთების ტრადიცია1923 წელს დაიწყო, როდესაც პრეზიდენტმა კალვინ კულიჯმა ნაძვის ხეზე 2.5 ათასი წითელი, თეთრი და მწვანე ნათურა აანთო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system