თავში

დონალდ ტრამპი ირანს მადლობას უხდის

​დონალდ ტრამპი ირანს მადლობას უხდის
დონალდ ტრამპი ირანს მადლობას უხდის

ირანული ციხიდან ამერიკელი მაიკლ უაითის გათავისუფლება აჩვენებს, რომ თეირანთან გარიგებები შესაძლებელია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა.

დონალდ ტრამპმა ირანს უაითის გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ახლახანს ველაპარაკე ტელეფონით მაიკლ უათის, რომელიც ირანიდან გათავისუფლების შემდეგ, ახლა ციურიხში იმყოფებოდა. მალე ის ამერიკული თვითმფრინავით სახლში, აშშ-ში დაბრუნდება. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, ჩვენ 40-ზე მეტი ამერიკელი ტყვე და დაკავებული დავაბრუნეთ. მადლობა ირანს, ეს აჩვენებს, რომ გარიგება შესაძლებელია", - წერს ტრამპი "Twitter-ზე".

ირანის ხელისუფლებამ ამერიკელი მაიკლ უაითი 5 ივნისს გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system