თავში

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს ნარკოტესტის ჩატარებას სთავაზობს

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს ნარკოტესტის ჩატარებას სთავაზობს
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს ნარკოტესტის ჩატარებას სთავაზობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მის მეტოქე ჯო ბაიდენს შემდეგ თვეში დაგეგმილი დებატების წინ ნარკოტესტის ჩატარება შესთავაზა. ამის შესახებ BBC წერს.

ტრამპმა გამოცემა "Washington Examiner" განუცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის ტელედებატების დროს ჯო ბაიდენს მოულოდნელი გაუმჯობესება შეამჩნია.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 3 ნოემბრს ჩატარდება, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის დებატები სამჯერ გაიმართება.

ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვერმონტის სენატორს, ბერნ სანდერსს შორის ბოლო დებატები 15 მარტს გაიმართა. სწორედ ამის შემდეგ გააკეთა ტრამპმა კომენტარი.

"მე არ ვიცი, როგორ შეეძლო მას, ყოფილიყო ასეთი არაკომპეტენტური დებატების დროს და შემდეგ, მოულოდნელად, კარგად წარმდგარიყო ბერნის წინააღმდეგ", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ნარკოტესტზე შემოწმების შეთავაზება ახალი არ არის, რადგან მან იგივე 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ ბოლო დებატების წინ, მაშინდელ მეტოქე ჰილარი კლინტონსაც მოსთხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system