თავში

დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონს აკრიტიკებს

​დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონს აკრიტიკებს
დონალდ ტრამპი ჯონ ბოლტონს აკრიტიკებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს ისევ აკრიტიკებს.

„მისთვის რომ მესმინა, ჩვენ უკვე მეექვსე მსოფლიო ომში ვიქნებოდით ჩათრეული. ადმინისტრაციაში მუშაობისას, მან ბევრი შეცდომა დაუშვა. მეუბნებოდნენ, რომ არ ამეყვანა სამსახურში, მაგრამ მე ის მაინც ავიყვანე. მან კი, მას შემდეგ, რაც სამსახური დატოვა, დაწერა საშინელი და სიცრუით სავსე წიგნი,“- წერს ტრამპი "Twitter-ზე".

შეგახსენებთ, რომ მანამდე დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი თავად უკავშირებდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებას. The New York Times-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან მემუარებში დაწერა, რომელიც მალე გამოვა.

ბოლტონის თქმით, ტრამპმა ჯერ კიდევ აგვისტოში უთხრა, რომ უკრაინისთვის 391 მლნ დოლარის გაყინვას მომავალშიც გეგმავს, სანამ უკრაინის ხელისუფლება დემოკრატების წინააღმდეგ, მათ შორის ბაიდენთან დაკავშირებით, გამოძიებაში არ დაეხმარება.

სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის მედია იუწყებოდა, რომ, ტრამპს, თითქოს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარების მიღების მიზნით, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე ზეწოლის მოხდება სურდა. მედიის ცნობით, ტრამპი ზელენსკის აიძულებდა მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის შვილის საქმე გამოეძიებინა. წყაროს ინფორმაციით, ტრამპი ზელენსკის აშინებდა კონგრესის მიერ გამოყოფილი საერთაშორისო გრანტით, რომლის ოდენობა, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი იყო.

ამ საკითხს კონგრესში ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საქმის წამოწყება მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system