თავში

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს დაბადების დღეს ულოცავს

​დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს დაბადების დღეს ულოცავს
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს დაბადების დღეს ულოცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, დაბადების დღე მიულოცა. ამის შესახებ ფხენიანის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩუნგ იუი-იონგმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩუნგი დონალდ ტრამპს მიმდინარე კვირაში შეხვდა, ფხენიანში დაბრუნებულმა კი მილოცვა კიმ ჩენ ინს გადასცა. მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში არ დაუკონკრეტებია მილოცვა წერილობითი იყო, თუ მხოლოდ სიტყვიერი.

როგორც ამბობენ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დაბადების დღე 8 იანვარს არის, თუმცა, ფხენიანის დახურულ რეჟიმს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არასოდეს დაუდასტურებია. აშშ-ის დოკუმენტებში კიმ ჩენ ინის დაბადების თარიღად 1984 წლის 8 იანვარია მითითებული და ის, სავარაუდოდ, 36 წლის გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system