თავში

დონალდ ტრამპი ზაფხულში აქციების განახლებას გეგმავს

​დონალდ ტრამპი ზაფხულში აქციების განახლებას გეგმავს
დონალდ ტრამპი ზაფხულში აქციების განახლებას გეგმავს

აშშ-ის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივნისში მხარდამჭერებისთვის აქციების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

ექსპრეზიდენტის შტაბში აცხადებენ, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღემდე - 4 ივლისამდე - სულ სამი მიტინგი გაიმართება. ზუსტი დრო და ადგილი ჯერ ცნობილი არ არის.

დონალდ ტრამპის მიერ აქციების გამართვასთან დაკავშირებით ინფორაცია ამერიკულ მედიაში ჯერ კიდევ აპრილში გავრცელდა. CNN-ის ინფორმაციით, ტრამპი მიტინგებს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსთა მხარდაჭერის მიზნით გეგმავს. 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, როდესაც ექსპრეზიდენტის მომხრეებმა ჯო ბაიდენის საარჩევნო შედეგების დამტკიცების ხელშეშლის მიზნით კაპიტოლიუმის შენობაზე შტურმი განახორციელეს, ტრამპი საჯარო ღონისძიებებზე აღარ გამოჩენილა. მარტის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წელს დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system