თავში

დონალდ ტრამპის ახალი საიტი დაიხურა

​დონალდ ტრამპის ახალი საიტი დაიხურა
დონალდ ტრამპის ახალი საიტი დაიხურა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საკომუნიკაციო პლატფორმა From the Desk of Donald J Trump სამუდამოდ დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ ყოფილი ლიდერის უფროს თანაშემწეზე, ჯეისონ მილერზე დაყრდობით BBС ავრცელებს.

"პლატფორმა მხოლოდ დამატებითი საშუალება იყო უფრო ფართო ძალისხმევებისა, რომლებზეც ვმუშაობთ", - განაცხადა მილერმა.

ვებ-გვერდზე, რომელსაც ხშირად ბლოგს უწოდებდნენ, ტრამპის შეტყობინებები ჩნდებოდა. მომხმარებელს მათი მოწონება და Facebook-სა და Twitter-ში გაზიარება შეეძლოთ.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კომუნიკაციის ახალი პლატფორმა 5 მაისს წარადგინა, მას შემდეგ რაც 6 იანვარს ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის მცდელობის გამო Facebook-მა და Twitter-მა ტრამპის ანგარიშები დაბლოკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system