თავში

დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა
დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეების რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა. Fox News-ის მიერ მომზადებული გამოკითხვის თანახმად, ის მის კონკურენტ, დემოკრატ ჯო ბაიდენს, არა 10, არამედ 8%-ით ჩამორჩება. 

გამოკითხვის თანახმად, რომელიც 27-დან 29 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, ტრამპს სავარაუდო ამომრჩეველთა 44% უჭერს მხარს, ხოლო ბაიდენს 52%. 

ოქტომბრის დასაწყისში ამერიკის ამჟამინდელ ლიდერს მხარი გამოკითხულთა 43%-მა დაუჭირა, ხოლო მის კონკურენტს - 53%-მა.

Fox News-ის გამოკითხვაში მონაწილეობა 1.3 ათასზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო. 

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება. ქვეყნის კანონმდებლობით, კენჭისყრის საბოლოო შედეგს 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system