თავში

დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმიგრაციის შეჩერების განკარგულებას მოაწერა ხელი

​დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმიგრაციის შეჩერების განკარგულებას მოაწერა ხელი
დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმიგრაციის შეჩერების განკარგულებას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ტრამპის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიის დროს ამერიკელი მუშების დაცვაა.

დიადი ამერიკელი მუშების დასაცავად აშშ-ში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ განკარგულებას ხელი მოვაწერე. ეს უზრუნველყოფს, რომ უმუშევარი ამერიკელები იყვნენ პირველები დასაქმების რიგში, როდესაც ჩვენი ეკონომიკა კვლავ გაიხსნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

განკარგულება უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეხებათ, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების ანუ "მწვანე ბარათის" მიღება უნდათ. გამონაკლისი მხოლოდ სამედიცინო და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს სპეციალისტებისთვის, ასევე აშშ-ის მოქალაქეების მეუღლეებისა და შვილებისთვის დაიშვება.

ჯერჯერობით შეზღუდვა 60 დღით დაწესდა, თუმცა ტრამპი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მას გაახანგრძლივებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system