თავში

დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში მიიწვია

დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში მიიწვია
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში მიიწვია

ბრიტანული გამოცემა „სანდეი თაიმსი“-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 2020 წლის დასაწყისში თეთრ სახლში მიიწვია.

ვიზიტის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ცნობილია რომ შეხვედრა 2020 წელს გაიმართება.

ბრიტანულ მედიის ცნობით, ვიზიტი შესაძლოა, იანვრის შუა რიცხვებში შედგეს. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ბორის ჯონსონს სურს, რომ ვაშინგტონში 31 იანვარს დანიშნული ბრექსიტისა და თებერვალში მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შემდეგ გაემგზავროს.

ჯონსონი და ტრამპი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდგომ, ლონდონსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო შეთანხმების საკითხს განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system