თავში

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა

დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა
დონალდ  ტრამპმა ჯო ბაიდენის ნარკოლოგიური შემოწმება მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი ოპონენტის, "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის მედიკამენტებზე შემოწმება მოითხოვა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"მკაცრად მოვითხოვ, რომ მძინარე ჯო ბაიდენის სამშაბათს ღამით დებატებამდე, ან მის შემდეგ ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდეს", - წერს ტრამპი.

ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ თავადაც მზად არის იგივე გამოცდა ჩააბაროს. მისივე თქმით, ბაიდენის ადრეული გამოსვლები შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ იგი სპეციალურ პრეპარატებს იღებდა.

დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის პირველი დებატები 29 სექტემბერს, ოჰაიოს შტატში, ქალაქ კლივლენდში გაიმართება.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system