თავში

დონალდ ტრამპმა ორი მაღალჩინოსანი დაითხოვა

დონალდ ტრამპმა ორი მაღალჩინოსანი დაითხოვა
დონალდ ტრამპმა ორი მაღალჩინოსანი დაითხოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ორი მაღალჩინოსანი, რომლებმაც იმპიჩმენტის პროცესის მიმდინარეობისას მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. აღნიშნულ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა აშშ-ის ელჩი ევროკავშირში - გორდონ სონდლანდი. 

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დაითხოვა უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი უკრაინის საკითხებში - ალექსანდრ ვინდმანი. New York Times-ის თანახმად, ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება უსაფრთხოების საბჭოში ვიცეპოლკოვნიკის მუშაობის გამო. თუმცა, ვინდმანის ადვოკატის განცხადებით, თანამდებობიდან ნათქვამი სიმართლის გამო გაათავისუფლეს, რაც იმაში გამოიხატა, რომ ყოფილი უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა იმპიჩმენტის პროცესში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. თანამდებობიდან გაათავისუფლეს ვინდმანის ძმაც, ევგენი ვინდმანი, რომელიც ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოში მუშაობდა. 

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ორივე ბრალდებაში გაამართლა. აშშ-ის პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში ჰქონდა წარდგენილი ბრალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system