თავში

დროში მოგზაურობა შესაძლებელია?

დროში მოგზაურობა შესაძლებელია?
დროში მოგზაურობა შესაძლებელია?

რეალურად შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა? წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ წარსულში დაბრუნდეთ, იპოვოთ ნულოვანი პაციენტი, ვისაც კორონავირუსი დაემართა, არ დაუშვათ მისი დაინფიცირება და შესაბამისად, მთელი სამყაროც პანდემიას გადაარჩინოთ.

ფიზიკის გარკვეული თეორეტიკოსები აცხადებენ, რომ დროში მოგზაურობა შესაძლებელია. მაგალითად, აინშტაინმა მიიჩნევდა, რომ მისი განტოლებები, პრინციპში, დროში მოგზაურობის საშუალებას იძლეოდა.

ეს არის იდეა დროის ერთი მონაკვეთიდან მეორეში გადაადგილებაზე, აწმყოდან წარსულში ან მომავალში, სივრცის ორ წერტილს შორის მოგზაურობის მსგავსად. ძირითადად ეს ხდება თეორიული გამოგონების, დროის მანქანის მეშვეობით. დროში მოგზაურობის ცნება ფართოდ გავრცელებულია ფილოსოფიასა და ფანტასტიკაში, თუმცა გარკვეული შეზღუდვები აქვს თეორიულ ფიზიკაში, სადაც მსგავსი რამის განხორციელების მთავარ მეთოდად კვანტური მექანიკისა და ჭიის ხვრელების ნაზავი  ითვლება. ჭიის ხვრელი, იგივე აინშტაინ-როზენის ხიდი — ჰიპოთეზების თანახმად, სამყაროში დროისა და სივრცის ორ წერტილს შორის არსებული მოკლე გასასვლელი, ან შესაძლოა ორ სამყაროს შორის არსებული კარიბჭე.

პრობლემის მატემატიკურ გადაწყვეტას ორი ავსტრალიელი მეცნიერი შეეცადა.

ქუინსლენდის უნივერსიტეტის ფიზიკის სტუდენტმა, ჟერმენ ტობარმა და მისმა ხელმძღვანელმა ფაბიო კოსტამ, თეორიულად გამოთვალეს, თუ როგორ მოიქცევა დროსა და სივრცეში მოძრავი სხეული წარსულში მოგზაურობის მრუდში შესვლისას.

მათ მიერ შექმნილმა მათემატიკურმა მოდელმა აჩვენა, რომ წარსულში და უკან მოგზაურ ობიექტს შეუძლია სხვადასხვა გზით იმოძრაოს, მაგრამ უცვლელად ერთსა და იმავე წერტილამდე მივა.

ამდენად, მათემატიკური გათვლებით, წარსულში შესრულებული მოქმედებები გავლენას არ ახდენს დღევანდელობაზე. წარსულში მოგზაურობა შესაძლებელია, მაგრამ ამით მომავალს ვერ შევცვლით, ასკვნიან მათემატიკოსები. მათი თქმით, ადამიანს წარსულშიც რომ ემოგზაურა და ნულოვანი პაციენტი კორონავირუსისგან გადაერჩინა, სხვა ვინმე მაინც დაინფიცირდებოდა და პანდემიას თავიდან მაინც ვერ ავიცილებდით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system