თავში

ძაღლი პატრონს 12 წლის შემდეგ დაუბრუნდა  - VIDEO

ძაღლი პატრონს 12 წლის შემდეგ დაუბრუნდა 
ძაღლი პატრონს 12 წლის შემდეგ დაუბრუნდა  - VIDEO

აშშ-ს შტატ ფლორიდაში ტოი-ფოქს-ტერიერი პატრონს დაუბრუნეს, რომელსაც ის 2007 წელს გაექცა. ძაღლი პიტსბურგში, სახლიდან 1800 კმ-ში იპოვეს.

ტერიერი, სახელად Dutchess, მშიერი და შეშინებული, ერთ-ერთ თავშესაფარში იმყოფებოდა. თანამშრომლებმა მისი სავარაუდო მფლობელების დადგენა სცადეს და აღმოაჩინეს, რომ ძაღლი კეტრინ სტრენგს ეკუთვნოდა.

კეტრინის თქმით, მას დღემდე არ სჯერა, რომ 12 წლის შემდეგ თავისი საყვარელი Dutchess ნახა. მან ძაღლი სახლში წამოიყვანა და ამჯერად სპეციალური ჩიპი გაუკეთა, რათა მისი გადაადგილების მონიტორინგი შეძლოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system