თავში

ე.წ. 5G-ს საწინააღმდეგო აქსესუარები რადიოაქტიური აღმოჩნდა

​ე.წ. 5G-ს საწინააღმდეგო აქსესუარები რადიოაქტიური აღმოჩნდა
ე.წ. 5G-ს საწინააღმდეგო აქსესუარები რადიოაქტიური აღმოჩნდა

პროდუქტი, რომელიც 5G ინტერნეტის მოწინააღმდეგეებისთვის იყო შექმნილი, კვლევის მიხედვით რადიოაქტიური აღმოჩნდა. ნიდერლანდების რადიაციული უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ პროდუქტები, რომელიც "ენერგიის ფარის" სახელით არის ცნობილი, ქვეყნის მთელი მასშტაბით გაყიდვიდან ამოიღეს. ისინი ატყობინებენ მომხმარებელს, რომ რადიაციული გამოსხივება მაღალია, რამაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მონაცემი სულ ცოტა 10 ნივთზე აქვთ, რომელიც გამოიყენება ნიდერლანდელების მხრიდან, მათ შორისაა საბავშვო სამაჯურები, ძილის დროს დასამაგრებელი ნიღბები და ყელსაბამები. 

"პროდუქტის ხანგრძლივად მოხმარებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს თქვენს ჯანმრთელობაზე ხანგრძლივ პერიოდში", - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში. 

ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრი განმარტავს, რომ რადიაციას შეუძლია შეცვალოს ადამიანის უჯრედის სტრუქტურა, გამოიწვიოს გრძელვადიანი ეფექტები, მათ შორის სიმსივნე. 

10 სავარაუდო საზიანო პროდუქტი ნიდერლანდების ბაზრიდან ამოღებულია. რადიაციული უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ მათი გამოყენება მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system