თავში

ეგვიპტელი ფარაონის გარდაცვალების ახალი დეტალები - PHOTO

ეგვიპტელი ფარაონის გარდაცვალების ახალი დეტალები
ეგვიპტელი ფარაონის გარდაცვალების ახალი დეტალები - PHOTO

ეგვიპტელმა მეცნიერებმა ფარაონ სეკენენრა ტაა II-ს მუმიას კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარეს და თავის ქალაზე არსებული ტრავმების შესახებ ახალი დეტალები გაარკვიეს, რომელიც ძველმა ეგვიპტელმა ოსტატურად შენიღბეს. ამრიგად, მეცნიერები მოვლენების განვითარების ახალ სცენარებს გვთავაზობენ. კვლევის შედეგები ჟურნალ Frontiers in Medicine-ში გამოქვეყნდა.

ფარაონი სექენენრა ტაა II ეგვიპტეს 1569–1554 წლებში მართავდა. მისი მუმია 80-იან წლებში აღმოაჩინეს. პირველი კვლევაც 1886 წელს ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ გარდაცვალების მიზეზი თავის ქალის ტრავმა იყო. მეცნიერებმა მაშინ რამდენიმე თეორია წარმოადგინეს. ერთ-ერთის მიხედვით, ფარაონი ბრძოლის ველზე ჰიქსოსებმა მოკლეს, რომლებსაც ეგვიპტე 100 წლის განმავლობაში ოკუპირებული ჰყავდათ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 1650-1550 წლებში. სხვა მეცნიერები ემხრობოდნენ თეორიას, რომლის მიხედვითაც ის ტყვედ ჩავარადა და სიკვდილით დასაჯეს. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ფარაონი გადატრიალების მსხვერპლი გახდა და მისი სიცოცხლე ძილის დროს დაასრულეს. 

ფარაონ სეკენენრეს გარდაცვალების რეალური მიზეზი გარკვეულ ისტორიულ ინტერესს იწვევს, რადგან მისმა სიკვდილმა ეგვიპტის გაერთიანება გამოიწვია. ამიტომ, კაიროს უნივერსიტეტის მკვლევარებმა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიის გამოყენება გადაწყვიტეს, რათა ფარაონის გარდაცვალების რეალური მიზეზი გაერკვიათ. 

კომპიუტერული ტომოგრაფიით და რენტგენის სურათების დამუშავებით დადგინდა, რომ სიკვდილის დროს ფარაონს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული და სასიკვდილო დარტყმა ხუთი სხვადასხვა ტიპის იარაღმა მიაყენა.

"სეკენენრას სიკვდილი, სავარაუდოდ, სარიტუალო სიკვდილით დასჯა იყო. დაბმულ ადამიანს სხვაგვარად 5 სხვადასხვა დახრის კუთხიდან და იარაღით დარტყმას ვერ მიაყენებდნენ", - განაცხადა კვლევის მთავარმა ავტორმა, დოქტორმა საჰარ სალიმმა. მისი თქმით, ფარაონი მის ჯარისკაცებთან ერთად ეგვიპტის გასათავისუფლებლად წინა ხაზზე იბრძოდა.  

პროფესორი სალიმი და მისი თანაავტორი, არქეოლოგი და ეგვიპტის ყოფილი სიძველეთა მინისტრი ზაჰი ჰავასი, პირველები იყვნენ, ვინც კომპიუტერულ ტომოგრაფიას ახალი სამეფოს ფარაონებისა და დედოფლების მუმიების შესასწავლად იყენებდნენ. მათ გამოიკვლიეს ისეთი ცნობილი ფარაონები, როგორიცაა ჰატშეფსუტი, ტუტანჰამონი, რამზეს II, თუტმოს III და რამზეს III. 

”და მათგან მხოლოდ ერთი სეკენენრა დაიღუპა, ბრძოლის ველზე”, - აცხადებს მეცნიერი. 

რენტგენის სურათებში ნაპოვნი მორფოლოგიური დეტალების საფუძველზე, ავტორებმა დაადგინეს, რომ ფარაონი გარდაცვალების დროს დაახლოებით 40 წლის იყო. გარდა ამისა, კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლენილია მისი სხეულის მუმიფიკაციის მნიშვნელოვანი დეტალები. მაგალითად, ის ფაქტი, რომ მუმიფიქატორები იყენებდნენ დახვეწილ მეთოდს თავზე ჭრილობების დასაფარად, თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში გამოყენებულ მეთოდებს წააგავს. ავტორების აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ მუმიფიკაცია მოხდა ლაბორატორიაში.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათი აღმოჩენა მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ეგვიპტის გარდამტეხ პერიოდზე. 

 "სეკენენრას გარდაცვალებამ მისი მემკვიდრეები შთააგონა გაეგრძელებინათ ბრძოლა ეგვიპტის გაერთიანებისათვის და ასე დაიწყო ახალი სამეფოს ისტორია", - ამბობს სალიმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system