თავში

ეგვიპტის საავადმყოფოში სამედიცინო მუშაკები რობოტმა შეცვალა

ეგვიპტის საავადმყოფოში სამედიცინო მუშაკები რობოტმა შეცვალა
ეგვიპტის საავადმყოფოში სამედიცინო მუშაკები რობოტმა შეცვალა

ეგვიპტე კორონავირუსის მეორე ტალღის წინაშე დგას, ამიტომ სამედიცინო მუშაკები და გამომგონებლები ახალი ინოვაციების დანერგვას ცდილობენ. გამომგონებელმა, მაჰმუდ ელ-კომმა შემქმნა დისტანციური მართვის რობოტი, რომელსაცCOVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის ტემპერატურის გაზომვა, ექოკარდიოგრამის გადაღება, ტენტგენოგრაფიის ჩატარება და სისხლის ანალიზის აღება შეუძლია. გარდა ამისა, რობოტი პაციენტებს პირბადის ტარების აუცილებლობას ახსენებს. ამის შესახებ NDTV წერს.

მაჰმუდ ელ-კომი, რომელმაც რობოტი სახელწოდებით Cira-03 შექმნა, ამბობს, რომ მას შეუძლია, თავიდან აიცილოს ვირუსის გადაცემა.

მის შემოქმედებას, რომელსაც აქვს ადამიანის მსგავსი სახე და თავი, ასევე რობოტული მკლავები, შეუძლია, პაციენტს სხვადასხვა სახის გამოკვლევების პასუხები თავადვე აჩვენოს.

"მე შევეცადე, რომ რობოტი უფრო ადამიანური ყოფილიყო, რათა პაციენტებს მისი არ შეშინებოდათ, ისინი ვერ გრძნობენ, რომ მათ რობოტი უტარებს გამოკვლევებს. პაციენტების მხრიდან მე დავინახე დადებითი პასუხი, მათ რობოტის არ ეშინიათ, პირიქით, უფრო მეტი ნდობა აქვთ რობოტის მიმართ და ფიქრობენ, რომ ის უფრო ზუსტია, ვიდრე ადამიანი", - განაცხადა გამომგონებელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system