თავში

ეგზორციზმის რიტუალის დროს 9 წლის გოგო გარდაიცავალა

ეგზორციზმის რიტუალის დროს 9 წლის გოგო გარდაიცავალა
ეგზორციზმის რიტუალის დროს 9 წლის გოგო გარდაიცავალა

შრი-ლანკაში სამართალდამცავებმა ქალი დააკავეს, რომელმაც ბოროტი სულისგან გასათავისუფლებლად 9 წლის ბავშვი რიტუალის თანახმად ჯოხით სცემა და გოგონა გარდაიცავალა.

ბავშვის მშობლები ფიქრობდნენ, რომ გოგო ავი სულით იყო შეპყრობილი. დედამ, შვილის დემონებისგან გასათავისუფლებად ბავშვი ეგზორცისტს სახლში მიიყვანა.

ქალმა რიტუალი დაწყებამდე გოგონას სხეულზე ზეთი წაუსვა, შემდეგ კი, დემონების გასადევნად, ბავშვის ჯოხით ცემა დაიწყო. 

შემთხვევა დედაქალაქ კოლომბოს მახლობლად მოხდა. ბავშვის ყვირილი მეზობლებმა გაიგონეს. გონდაკარგული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

სასამართლომ ორივე ეჭვმიტანილის - ეგზორცისტი ქალისა და ბავშვის დედის დაპატიმრების განკარგულება გასცა. მათ ბავშვის მკვლელობაში ედებათ ბრალი.

ეგზორცისტი ქალის საქმეს პოლიცია ჯერ კიდევ 9 წლის ბავშვის გარდაცვალებამდე იძიებდა. ქალი რაიონში ცნობილი იყო ამ რიტუალებით, თუმცა, სამართალდამცავებს აინტერესებდათ მიმართავდა თუ არა ქალი რიტუალების დროს ძალადობას.

შრი-ლანკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა დახმარებისთვის ექიმბაშებს, ჯადოქრებსა და ეგზორცისტებს მიმართავს.

ცოტა ხნის წინ შრი-ლანკის ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ დალია შინაური წესით დამზადებული სიროფი. მან განაცხადა, რომ სასწაულმოქმედი წამალი "ღმერთკაცის" მიერ იყო დამზადებული და კორონავირუსისგან სამუდამოდ იცავდა. მინისტრი მალე კორონავირუსით დაავადდა და მის გადასარჩენად მძიმე თერაპია გახდა საჭირო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system