თავში

ეიფელის კოშკი საყოველთაო გაფიცვის გამო დაიხურა

​ეიფელის კოშკი საყოველთაო გაფიცვის გამო დაიხურა
ეიფელის კოშკი საყოველთაო გაფიცვის გამო დაიხურა

საფრანგეთში პროფკავშირების საყოველთაო გაფიცვის გამო ეიფელის კოშკი სტუმრებისთვის დაიხურა.

ამის შესახებ პარიზის მთავარი სიმბოლოს "Twitter"-ში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ეროვნული გაფიცვის გამო კოშკი ხუთშაბათს დახურული იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთში, საყოველთაო გაფიცვის ფონზე, საცობების რიგი უკვე პიკს აღწევს. პარიზის მახლობლად, ილ-დე-ფრანსის რეგიონში, გზებზე მოძრაობა 550 კილომეტრის მანძილზე შეფერხებულია.

საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი ნაწილის პარალიზებას მოახდენს, საფრანგეთში დღეიდან იწყება. პარიზში მეტროს 11 ხაზზე მოძრაობა სრულად შეწყდება და შეზღუდვით, მხოლოდ რამდენიმე ხაზი იმოძრავებს. რაც შეეხება მიწისზედა ტრანსპორტს, პარიზში ავტობუსებისა და ტრამვაის მხოლოდ 30% იმოძრავებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system