თავში

ექიმები კორონავირუსის ახალ სიმპტომებზე საუბრობენ

​ექიმები კორონავირუსის ახალ სიმპტომებზე საუბრობენ
ექიმები კორონავირუსის ახალ სიმპტომებზე საუბრობენ

ექიმების ჯგუფმა სინგაპურიდან კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოავლინეს. კვლევის შედეგები ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

მათი ცნობით, რამდენიმე პაციენტს თავიდან დენგეს ცხელების დიაგნოზი დაუსვეს. ისინი მაღალ სიცხესა და გამონაყარს უჩიოდნენ. ამასთან, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები მათ არ გქონდათ.

დენგეს ცხელების საწინააღმდეგო მკურნალობამ შედეგი არ მოიტანა. პაციენტები აცხადებდნენ, რომ მათ სუნთქვა უჭირდათ. ამის შემდეგ მათ კორონავირუსზე ჩაუტარეს ტესტი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.

მედიკოსები კოლეგებს მოუწოდებენ, დიაგნისტიკის დროს მეტი ყურადღება გამოიჩინონ, ვინაიდან არასწორი მკურნალობა საზოგადოებრივ ჯანდაცვას საფრთხეს უქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system