თავში

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა ცნობილია

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა ცნობილია
ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა ცნობილია

2021 წელს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში კანადელ-ამერიკელმა ეკონომისტმა დევიდ კარდმა და ამერიკელებმა ჯოშუა ანგრისტმა და გვიდო იმბენსმა მიიღეს. ამის შესახებ შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ნობელის კომიტეტმა გამოაცხადა.

კარდს პრემია "შრომის ეკონომიკაში ემპირიული წვლილისთვის", ანგრისტსა და იმბენსს კი "მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების ანალიზში მეთოდოლოგიური წვლილისთვის" გადაეცა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს ნობელის პრემიები გაიცემა იმ ქვეყნებში, სადაც ლაურეატები არიან და არა სტოკჰოლმში გამართულ ცერემონიაზე.

სტოქჰოლმში ცერემონია მხოლოდ ადგილობრივი საზოგადოებისთვის გაიმართება.

ნობელის პრემიის ლაურეატები 4-დან 11 ოქტომბრამდე გამოცხადდნენ, ჯილდოების გადაცემა კი 10 დეკემბერს, ნობელის კვირეულის ფარგლებში იგეგმება.

2020 წელს ნობელის პრემიების ფულადი ჯილდო გაიზარდა და 10 მილიონ შვედური კრონა (1,1 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს იმართება. სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა პრემიის დამაარსებელი შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და მრეწველი ალფრედ ბ. ნობელი. ნობელის ანდერძის მიხედვით, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს უნდა შეედგინა ნობელის პრემიის ფონდი. პრემია ენიჭება რასის, ეროვნების, სქესისა და სარწმუნოების განურჩევლად კანდიდატებს ფიზიკის, ქიმიის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის, მხატვრული ლიტერატურის დარგში მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system