თავში

ექთანს ვეტერანების მკვლელობისთვის 7-ჯერ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ექთანს ვეტერანების მკვლელობისთვის 7-ჯერ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ექთანს ვეტერანების მკვლელობისთვის 7-ჯერ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში, დასავლეთ ვირჯინიის სასამართლომ ექთანს, რეტა მეის სასჯელის უმაღლესი ზომა, სამუდამო პატიმრობა 7-ჯერ მიუსაჯა. ქალს 7 ვეტერანის ინექციით მკვლელობა ედება ბრალად. მას თიოთოეული სასჯელი თითოეული მკვლელობისთვის მიესაჯა. ამის შესახებ BBC წერს. 

რეტა მეიმ 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით, 81-დან 96 წლამდე ასაკის მეორე მსოფლიოს ომისა და კორეის ომის ვეტერანებს, ვენაში ინსულინის სასიკვდილო დოზა შეუყვანა. ყველა ეს შემთხვევა ქალაქ კლარკსბურგის საავადმყოფოში მოხდა. ექთანს ბრალი 7 ადამიანის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, 2017 წლის ივლისიდან მეიმ ღამის მორიგე ექთნად დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ პერიოდიდან დაფიქსირდა ასაკოვანი პაციენტები გარდაცვალების იდუმალი შემთხვევები. გამოძიებისას დადგინდა, რომ კლინიკაში ინსულინი სათანადო კონტროლის გარეშე ინახებოდა, რაზეც ექთანს ხელი ადვილად მიუწვდებოდა. სიკვდილის შემთხვევების გამოძიება 2018 წლიდან დაიწყო, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ეჭვი ექთანზე მიიტანეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system