თავში

ეკვადორში ბანანის კონტეინერიდან 2,14 ტონა კოკაინი ამოიღეს

ეკვადორში ბანანის კონტეინერიდან 2,14 ტონა კოკაინი ამოიღეს
ეკვადორში ბანანის კონტეინერიდან 2,14 ტონა კოკაინი ამოიღეს

ეკვადორის პოლიციამ გემზე ბანანის კონტეინერიდან 2,14 ტონა კოკაინი ამოიღო, რომელიც გუაიაკილის პორტიდან რუსეთში უნდა შესულიყო. ინფორმაციას ამის შესახებ TN23 ავრცელებს.

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ნივთიერება მათმა ძაღლმა გამგზავრებამდე რამდენი წუთით ადრე აღმოაჩინა. პოლიციელების თქმით, ნარკოტიკის ასეთი მოცულობა ამ წლის დასაწყისიდან ყველაზე დიდია.

სულ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა 2121 ცალი ბრიკეტი აღმოაჩინეს აკრძალული ნივთიერებით. ჩამორთმეული კოკაინის ღირებულება 4 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ცნობილია, რომ გემი რუსეთამდე ნიდერლანდებში გადიოდა, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობის ყველაზე დიდ წერტილს წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system