თავში

ეკვატორულ გვინეაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა

ეკვატორულ გვინეაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა
ეკვატორულ გვინეაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა

ეკვატორულ გვინეაში სამხედრო საწყობებში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინციდენტის შედეგად, 615 ადამიანი დაშავდა. აქედან 299 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.

ინციდენტი 7 მარტს, ქალაქ ბატაში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე მოხდა. ეკვატორული გვინეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო ბაზაზე აფეთქება დაუდევრობის ბრალია.

ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანაში სამედიცინო მომსახურება გადატვირთულია. აფეთქების შედეგად სრულად განადგურდა ზოგიერთი საცხოვრებელი სახლი, ზოგიც დაზიანდა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system