თავში

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, რომის პაპმა საჯარო აუდიენციები განაახლა

​ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, რომის პაპმა საჯარო აუდიენციები განაახლა
ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, რომის პაპმა საჯარო აუდიენციები განაახლა

პირველად 6 თვის განმავლობაში, დღეს რომის პაპმა ტრადიციული ყოველკვირეული აუდიენცია საჯაროდ გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Local ავრცელებს.

რომის პაპი ფრანცისკე მიესალმა ბავშვს, ხელი მოაწერა წიგნს, დაიხურა ქუდი, რომელიც მას აჩუქეს და გაესაუბრა ბავშვებს, რომლებიც ნახატებს უხატავდნენ. მორწმუნეებს პირბადე ეკეთათ, ვაქცინირებულ რომის პაპს კი - არა.

”მოხარული ვარ, რომ პირისპირ შეხვედრები განვაახლე, რადგან ერთ რამეს გეტყვით, ცარიელ სივრცეში, კამერის წინ საუბარი არ არის კარგი”, - განაცხადა რომის პაპმა.

რომის პაპმა ყოველკვირეულ საჯარო აუდიენციაზე უარი განაცხადა, როდესაც გასული წლის დასაწყისში კორონავირუსმა იტალიაში შეაღწია. ამის ნაცვლად, ის შეხვედრებს სამოციქულო ბიბლიოთეკიდან, ვიდეოკავშირის საშუალებით მართავდა.

მოგვიანებით, აუდიენციები სექტემბერსა და ოქტომბერში განახლდა, მაგრამ არა წმინდა პეტრეს მოედანზე, არამედ ეზოში, 500 ადამიანის თანდასწრებით. მალევე, ინფექციების ახალი ტალღის გამო, ისინიც შეჩერდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system