თავში

ელექტრო-სიგარეტით მოწამლული 17 წლის ახალგაზრდა კომაშია

ელექტრო-სიგარეტით მოწამლული 17 წლის ახალგაზრდა კომაშია
ელექტრო-სიგარეტით მოწამლული 17 წლის ახალგაზრდა კომაშია

17 წლის მიჩიგანელი ბიჭი სიკვდილის საფრთხის წინაშე, ელექტრონული სიგარეტის მოხმარების გამო დადგა. დეტროიტის საავადმყოფოში ის ორივე ფილტვის უკმარისობით მიიყვანეს. ჰენრი ფორდის სახელობის ჰოსპიტალმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდებოდა, რადგან ის vaping-თან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოღებას აპირებს.

”ეს მოზარდი დაუყოვნებლივ დაიღუპება იმ შემთხვევაში, თუ მას ფილტვს არ გადაუნერგავენ”, - განაცხადა ჰასან ნემემ, რომელიც ჰენრი ფორდის სახელობის საავადმყოფოში გულმკერდის ღრუს ორგანოების გადანერგვის ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

ექიმმა აღნიშნა, რომ დიაგნოზი კონსილიუმის მოწვევის შემდეგ დადგინდა. 

ბიჭის ოჯახმა, რომელსაც სახელის გასაჯაროება არ სურთ, ექიმებს სთხოვა, რომ ელექტრონული სიგარეტის მოხმარებაზე და მის მავნებლობაზე საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system