თავში

ელენ დეჯენერესმა მაყურებელს ეთერში პირბადის დამზადება ასწავლა - VIDEO

ელენ დეჯენერესმა მაყურებელს
ელენ დეჯენერესმა მაყურებელს ეთერში პირბადის დამზადება ასწავლა  - VIDEO

ელენ დეჯენერესი და მისი მეუღლე პორტია დე როსი კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალებს არ იშურებენ და თავიანთი წვლილის შეტანას ცდილობენ.  62 წლის ელენი თავისი შოუს ჩაწერას საკუთარი სახლიდან აგრძელებს და ახლა 47 წლის პორტიასთან ერთად მაყურებლებს შარფისაგან პირბადის დამზადება ასწავლა. 

სამშაბათს გასულ ეპიზოდში ელენმა პორტიას ხელოვნებასთან დაკავშირებული კომპანიის  წამოწყებაში ჩართულობის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 3D ტექნოლოგიის გამოყენებით, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობას დაამზადებს. 

ისევე, როგორც ყველა სხვა ბიზნესი, მე იძულებული გავხდი მუშაობა რამდენიმე კვირის უკან შემეწყვიტა. ჩვენს ქარხანაში კი, საკმაოდ დიდი რაოდენობის აღჭურვილობა გვაქვს, ამიტომ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა რაიმე ამ სიტუაციისთვისაც გამოგვდგომოდა”, - თქვა პორტიამ. 

მისი თქმით ის პარტნიორობდა "MultiCam-თან", რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში, სახის დასაფარი პროდუქტი ეწარმოებინათ. 

"ახლა ჩვენ სახის ნიღბების მასობრივი წარმოება დავიწყეთ და მათ უკვე სამხრეთ კალიფორნიის საავადმყოფოებში დავარიგებთ. ხვალ უკვე 2,100 ნიღაბი გვექნება, მაგრამ მათ დამზადებას ისევ გავაგრძელებთ და იმდენს გავაკეთებთ, რამდენსაც შევძლებთ", - აღნიშნა პორტიამ.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system