თავში

ელისაბედ II 95 წლის იუბილეს აღნიშნავს

ელისაბედ II 95 წლის იუბილეს აღნიშნავს
ელისაბედ II 95 წლის იუბილეს აღნიშნავს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II 95 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლის პრესსამსახურმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დღესასწაული ვინდზორის ციხესიმაგრეში გაიმართება და იქნება მოკრძალებული, ტრადიციული ფოიერვერკის გარეშე, რადგან დედოფალი მის მეუღლეს გლოვობს.

"დედოფალი ბრიტანეთის ისტორიაში სხვა მონარქებზე დიდხანს მართავს სამეფოს და ის არის ძალიან საყვარელი და პატივსაცემი პიროვნება მთელ მსოფლიოში", - ნათქვამია პრესრელიზში

"მინდა ჩემი ყველაზე გულწრფელი სურვილები ვუთხრა დიდებულ დედოფალს მისი 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი მის უდიდებულესობას და მის მსახურებას ამ ქვეყნისა და თანამეგობრობის მიმართ. მე ვამაყობ, რომ მისი პრემიერ-მინისტრი ვარ", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

"MI6-ის ყველა თანამშრომელი ულოცავს დედოფალს 95 წლის იუბილეს", - განაცხადა MI6-ის ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს ლონდონში, ბრუტონის ქუჩაზე და  იორკის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას პირველი შვილი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system