თავში

ელისაბედ II დაბადების დღეს ონლაინ აღნიშნავს

ელისაბედ II დაბადების დღეს ონლაინ აღნიშნავს
ელისაბედ II დაბადების დღეს ონლაინ აღნიშნავს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბეთდ II თავის ოჯახთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავს. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, სამეფო ოჯახის ყველა წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება, ამიტომ დღესასწაული ვიდეო კონფერენციის სახით "Zoom-ში" გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "Daily Mail" ავრცელებს. 

94 წლის ელისაბედ II თავის ქმართან, 98 წლის პრინც ფილიპთან ერთად, ვინძორის სასახლეში ი იმყოფება. სამეფო ოჯახის სხვა წევრები კარანტინის გამო, წელს მასთან მოსვლას და პირადად მილოცვას ვეღარ შეძლებენ, თუმცა ელისაბედის იუბილე უყურადღებოდ მაინც არ ჩაივლის და ვინძორის სასახლეში, ისინი ვიდეოზარის საშუალებით შეიკრიბებიან. 

მანამდე, ელისაბედ II- მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 21 აპრილს მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიება არ მოეწყოთ, რადგან ეს ზედმეტად და შეუსაბამოდ მიიჩნია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system