თავში

ელისაბედ II-ის მეუღლე, პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს

​ელისაბედ II-ის მეუღლე, პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს
ელისაბედ II-ის მეუღლე, პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის მეუღლე, 99 წლის პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს. მან თავი შეუძლოდ იგრძნო. ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

"ჰოსპიტალიზაცია პრევენციული ზომაა, რომელიც მისი მკურნალი ექიმის მიერ არის რეკომენდირებული. ჰერცოგი საავადმყოფოში გამოკვლევებისა და დასვენების მიზნით რამდენიმე დღეს გაატარებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბუკინგემის სასახლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ პრინცმა ფილიპმა და დედოფალმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზები მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system