თავში

ელისაბედ მეორის დის Rolls-Royce 55 ათას ფუნტად იყიდება

ელისაბედ მეორის დის Rolls-Royce 55 ათას ფუნტად იყიდება
ელისაბედ მეორის დის Rolls-Royce 55 ათას ფუნტად იყიდება

რარიტეტული ავტომობილი - როლს-როისი, რომელიც 22 წლის განმავლობაში დედოფალ ელისაბედ მეორის დას,  პრინცესა მარგარეტს ეკუთვნოდა, გასაყიდად გამოიტანეს. ინფორმაციას vanityfair.com ავრცელებს.

Rolls-Royce Silver Wraith-II  1980 წელს არის გამოშვებული და მისი გარბედი 77 ათასი კილომეტრია. ავტომობილს აუქციონზე, დაქსფორდის იმპერიულ სამხედრო მუზეუმში 2021 წლის 26 მაისს გაყიდიან.

წინასწარი შეფასებით, ის 45 ათასიდან 55 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდება.

როგორც ცნობილია, 1977-1980 წლებში როლს-როისის აღნიშნული მოდელის მხოლოდ 2135 ერთეული გამოვიდა. პრინცესა მარგარეტისათვის მანქანას გარკვეული ფუნქციები დაუმატეს, მათ შორის ძლიერი სინათლეები და გადიდებული ზომის უკანა ხედვის სარკე, ხოლო სალონი ძვირფასი მატერიით გააფორმეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system