თავში

ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

​ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა
ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ელისეს სასახლე ავრცელებს.

მაკრონი თვითიზოლაციაში გადავა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.

ელისეს სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მაკრონმა ტესტი პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩააბარა.

პანდემიის დაწყებიდან საფრანგეთში COVID-19-ით 2,41 მილიონზე მეტი დაინფიცირდა, 60 ათასამდე გარდაიცვალა. ქვეყანაში 20:00-დან 06:00-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system