თავში

რომის პაპი: იარაღისთვის განკუთვნილი თანხები ეპიდემიასთან ბრძოლისკენ მიმართეთ

რომის პაპი: იარაღისთვის განკუთვნილი თანხები ეპიდემიასთან ბრძოლისკენ მიმართეთ
რომის პაპი: იარაღისთვის განკუთვნილი თანხები ეპიდემიასთან ბრძოლისკენ მიმართეთ

რომის პაპმა  წმინდა პეტრეს ტაძრის ეზოში, ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე ხალხმრავალი წირვა ჩაატარა. ფრანცისკე I-მა პოლიტიკოსებს მიმართა, რომ უმჯობესია, იარაღისათვის განკუთვნილი დაფინანსება, ეპიდემიოლოგიური კვლევებისკენ მიმართონ, რათა სამომავლოდ გლობალური კატასტროფა თავიდან აიცილონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ფრანცისკე I-მა წირვის დასასრულს აღნიშნა, რომ ახლა, ეროვნულმა ლიდერებმა შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რითაც დაეხმარებიან დაზარალებულებს და შექმნიან გრძელვადიანი ეკონომიკურ-სოციალურ პროგრამას. 

დღევანდელ წირვას ტაძრის ეზოში შეკრებილი 130 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ იტალიელი ექიმები, ექთნები და სასწრაფო დახმარების მძღოლები, ასევე, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირები და ის ადამიანები, რომელთა ოჯახის წევრებიც ეპიდემიას ემსხვერპლნენ.  

მლოცველებს პირბადეები ეკეთათ და დისტანირების წესებსაც იცავდნენ, რომის პაპი მათგან მოშორებით იჯდა, ფრანცისკე I მორწმუნეების წინაშე სამედინო ნიღბის გარეშე წარსდგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system