თავში

ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს დღეს ისლანდიაში შეხვდება

​ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს დღეს ისლანდიაში შეხვდება
ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს დღეს ისლანდიაში შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის პირისპირ შეხვედრა დღეს სარამოს, ისლანდიაში არქტიკული საბჭოს მინისტრების სამიტის დასრულების შემდეგ გაიმართება. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა გააკეთა. ინფორმაციას DPA ავრცელებს. საუბრისას განხილვის თემა ორმხრივი ურთიერთობები და ორი ქვეყნის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სავარაუდო შეხვედრა იქნება.

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ვაშინგტონის მიერ მოსკოვის მხრიდან კიბერშეტევებისა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ განცხადებების გავრცელების, ასევე უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ტექნიკის მობილიზებისა და ნავალნის საქმესთან დაკავშირებით გამწვავდა. აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, რასაც რუსეთმაც სანქციებით უპასუხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system