თავში

ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტის თარიღი ცნობილია

ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტის თარიღი ცნობილია
ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტის თარიღი ცნობილია

აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი ენტონი ბლინკენი,  აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელ შეხვედრამდე, მაისში, შესაძლოა, უკრაინას ეწვიოს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, შესაძლოა, ივნისში დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი "დიდი შვიდეულის" ( G7) სამიტის შემდეგ გაიმართოს.

გამოცემის თანახმად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ეს გადაწყვეტილება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის ღია მხარდაჭერას და მოსკოვთან დაკავშირებით ვაშინგტონის ურყევ პოზიციას უსვამს ხაზს.

G7-ის სამიტი 11-13 ივნისს ბრიტანეთის სამხრეთით, კორნუელის საგრაფოში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system