თავში

ენტონი ფაუჩი: აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება

ენტონი ფაუჩი: აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება
ენტონი ფაუჩი: აშშ ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლამდე არ დაუბრუნდება. ამის შესახებ CNN წერს.

"უახლოეს რამდენიმე თვეში აშშ-ს ექნება ვაქცინა, მაგრამ არსებობს შანსი, რომ ხალხის ნაწილმა ვერ ჩაიტაროს ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე, ან მომდევნო წლამდე, რაც იმის დასტურია, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას ვერ დაუბრუნდება", - განაცხადა ფაუჩიმ.

მან ასევე დასძინა, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად აშშ-ში ვირუსის გავრცელების გამო მდგომარეობა არც ისე კარგად გამოიყურება, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მკვეთრად იზრდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system