თავში

ენტონი ფაუჩი "მიუ" შტამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ენტონი ფაუჩი "მიუ" შტამის შესახებ განცხადებას ავრცელებს
ენტონი ფაუჩი მიუ შტამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსის ახალ, "მიუ" შტამს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. ამის შესახებ გამოცემა CBS News წერს.

ინფექციონისტის თქმით, „მიუ“ ვარიანტის მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა კორონავირუსის  ყველა ვარიცია სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, „მიუ“ ვარიანტზე აშშ-ის აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტარიკ იაზარევიჩმა განაცხადა, რომ ჯანმო COVID-19-ის ახალ "მიუ" შტამს ყურადღებით აკვირდება და შეისწავლის.

კორონავირუსის ახალი "მიუ" შტამი პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში გამოვლინდა.

ამჟამად მსოფლიოში "მიუ" შტამით სულ 3,7 ათასი ადამიანი დაავადდა. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში.

კოლუმბიაში, მიუ ვარიანტი დომინირებს და COVID-19–ის გამოვლენილი შემთხვევების 39%-ზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, შტამი უკვე ნაპოვნია ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system