თავში

ენტონი ფაუჩი პოსტ-კოვიდ სინდრომის საფრთხეებზე საუბრობს

ენტონი ფაუჩი პოსტ-კოვიდ სინდრომის საფრთხეებზე საუბრობს
ენტონი ფაუჩი პოსტ-კოვიდ სინდრომის საფრთხეებზე საუბრობს

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებში დაავადების ხანგრძლივი სიმპტომების არსებობა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და ექიმები მათ სერიოზულობით უნდა მოეკიდნონ. ამის შესახებ CNN წერს.

ფაუჩი განმარტავს, რომ პოსტ-კოვიდ სინდრომის დროს, პაციენტების ორგანიზმში COVID-19-ის გამომწვევი ვირუსი აღარ არსებობს, თუმცა ისინი დაავადების სიმპტომებს კვლავ განიცდიან.

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, პოსტ-კოვიდ სინდრომის ძირითად სიმპტომებს დაღლილობა, კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მომატება, გონების დაბინდვა, კონცენტრირებისა და წონასწორობის დაკარგვა წარმოადგენს. ფაუჩი აღნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტები დეპრესიას და თვის ტკივილსაც უჩივიან.

"მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ით დაავადებული ადამიანების უმრავლესობა გამოჯანმრთელების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება, ზოგიერთ პაციენტს, შესაძლოა, სიმპტომები გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში შეუნარჩუნდეს. დაავადების ხანგრძლივ სიმპტომებს ის პირებიც განიცდიან, რომლების მძიმე პაციენტებად არ ითვლებოდნენ და საავადმყოფოში მკურნალობა არ დასჭირვებიათ", - აცხადებს ენტონი ფაუჩი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system