თავში

ერაყში, ISIS-თან კავშირის გამო, 340 პირს სიკვდილით დასჯიან

ერაყში, ISIS-თან კავშირის გამო, 340 პირს სიკვდილით დასჯიან
ერაყში, ISIS-თან კავშირის გამო, 340 პირს სიკვდილით დასჯიან

ერაყში სასამართლომ 340 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირები ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS- სთან თანამშრომლობით, ტერაქტისა და მკვლელობის განხორციელებაში არიან ბრალდებულები. 

ამ პირების სიკვდილით დასჯის საკითხი მიმდინარე წლის 21 იანვარს განხორციელებული ტერაქტის შემდეგ გადაწყდა.

21 იანვარს ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე აიფეთქა თავი. ტერაქტს 32 ადამიანი ემსხვერპლა და 110 დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ტერორისტულმა ორგანიზაციამ ISIS-მა აიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system