თავში

ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წევრს სიკვდილო განაჩენი 4-ჯერ გამოუტანეს

​ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წევრს სიკვდილო გ
ერაყში ისლამური სახელმწიფოს წევრს სიკვდილო განაჩენი 4-ჯერ გამოუტანეს

ერაყის პროვინცია სალაჰ ალ-დინის სისხლის სამართლის სასამართლომ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრს ოთხი სიკვდილით დასჯა და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ პორტალი Shafaq ავრცელებს.

ქვეყნის უმაღლესი სასამართლო საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილება ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ კანონის დებულებების საფუძველზე მიიღეს.

”მსჯავრდებული ტერორისტი განსაკუთრებით ბევრ ტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა, მათ შორის იყო თავდასხმა ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით ერაყის არმიის პატრულზე, რომლის დროსაც ხუთი ჯარისკაცი მოკლეს, ასევე გატაცება და ამერლის რაიონზე თავდასხმა”, - განაცხადეს უწყებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system