თავში

ერაყში საპროტესტო აქციებზე 424 ადამიანი დაიღუპა და 9 000 დაიჭრა

​ერაყში საპროტესტო აქციებზე 424 ადამიანი დაიღუპა და 9 000 დაიჭრა
ერაყში საპროტესტო აქციებზე 424 ადამიანი დაიღუპა და 9 000 დაიჭრა

გაერო-მ ერაყში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 1 ოქტომბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით ქვეყანაში მიმდინარე არეულობებს 424 ადამიანი ემსხვერპლა და 9 ათასი დაშავდა. ეს ოფიციალური მონაცემებია, თუმცა, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერაყში ირღვევა ადამიანის უფლებები. დემონსტრანტების წინააღმდეგ, სამართალდამცავების მხრიდან, არაპროპორციულ ძალა და კანონსაწინააღმდეგო ზომები გამოიყენება.

გაერო-მ ერაყი ასევე დაკავებულთა მიმართ სასტიკ მოპყრობასა და მათი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

ანტისახელისუფლებო აქციები ერაყში 1 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. 

მოსახლეობა უმუშევრობასა და ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას აპროტესტებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system