თავში

ერდოღანი არაღიარებული კვიპროსიდან მსოფლიოს მიმართავს

​ერდოღანი არაღიარებული კვიპროსიდან მსოფლიოს მიმართავს
ერდოღანი არაღიარებული კვიპროსიდან მსოფლიოს მიმართავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თვითგამოცხადებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ვიზიტისას მსოფლიო გზავნილის გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ მან ანკარაში ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. ვიზიტი დღეისათვის არის დაგეგმილი.

"ვიზიტის ფარგლებში მე გავახმაურებ გზავნილს, რომელიც არა მხოლოდ კუნძულს, არამედ მთელ მსოფლიოს შეხება. თუ თქვენ სიმტკიცეს არ გამოავლენთ, სერიოზულად არავინ აღგიქვამთ", - განაცხადა ერდოღანმა. სხვა დეტალები თურქეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია.

გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში უკანონო საბურღი სამუშაოების გამო, თურქეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების სია გააფართოვა.

სანქციების მიუხედავად, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ხმელთაშუა ზღვაში გეოლოგიურ და საძიებო სამუშაოების გეგმაზე უარის თქმას არ აპირებს.

კვიპროსი 1974 წლიდან ფაქტობრივად გაყოფილია ბერძნულ და თურქულ მხარეებს შორის. 1983 წელს ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებული თურქეთის რესპუბლიკა გამოცხადდა. მოლაპარაკებები კუნძულის გაერთიანების შესახებ მხარეებს შორის ამ დრომდე წარუმატებლად მიმდინარეობს.

დე-ფაქტო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკას კუნძულის მესამედი უკავია და აღიარებულია მხოლოდ თურქეთის მიერ. საერთაშორისო საზოგადოება კვიპროსის რესპუბლიკის ბერძნული მთავრობას აღიარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system