თავში

ერდოღანი ბაიდენთან 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების საკითხზე ისაუბრებს

ერდოღანი ბაიდენთან 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების საკითხზე
ერდოღანი ბაიდენთან 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების საკითხზე ისაუბრებს

თურქეთის პრეზიდენტი, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან დაგეგმილ შეხვედრაზე 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარების საკითხზე საუბარს გეგმავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამის შესახებ ბრიუსელში გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400-ზე, ამერიკული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა "პატრიოტისა" და სამხედრო თვითმფრინავების (F-35) საკითხებზე.

"ჩვენ დავესწრებით მნიშვნელოვან სამიტს, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებებს ნატო-ს 2030 წლის სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრავს ალიანსის სამომავლო 10 წლიან გზას. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმ მნიშვნელობას, რასაც ალიანსს ვანიჭებთ," - აღნიშნა ერდოღანმა. 

ერდოღანმა საუბრისას ხაზი გაუსვა ოფიციალური ანკარის წინაშე მდგარი ტერორიზმისა და მიგრაციის გამოწვევებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system