თავში

ერდოღანი და ბაიდენი ბრიუსელში შეხვდებიან

ერდოღანი და ბაიდენი ბრიუსელში შეხვდებიან
ერდოღანი და ბაიდენი ბრიუსელში შეხვდებიან
© Aljazeera

აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს ივნისში, ბრიუსელში, NATO-ს სამიტზე შეხვდებიან. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Aljazeera წერს.

ამასთან, სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ მკვლელობას გენოციდად აღიარებს.

22 მარტს ორმოცამდე ამერიკელმა სენატორმა, მათ შორის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა.

სომხების გენოციდი აღიარებულია და გასამართლებულია ბევრი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. პირველმა, ოფიციალურად, ურუგვაიმ აღიარა და გაასამართლა სომხების გენოციდი (1965 წ.). 1984 წელს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 1987 წელს - ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, გაერომ დისკრიმინაციის შეწყვეტისა და ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, მსოფლიო ეკლესიათა კავშირმა და ა. შ.

დღევანდელი თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ისტორიულ ფაქტს სომეხთა გენოციდის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system