თავში

ერდოღანი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ

​ერდოღანი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ
ერდოღანი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ

ნიუ-იორკში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე ვლადიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს რუსეთის მიერ არაკანონიერად დაკავებული აქტივისტების, კერძოდ, ყირიმელი თათრების გათავისუფლებაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა.

მხარეებმა ასევე ეკონომიკური საკითხები განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების მომზადებისა და ხელმოწერის დასრულების აუცილებლობას ხაზი გაუსვეს. ლიდერებმა საზღვაო სფეროში სამხედრო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system