თავში

ერდოღანი ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიგრანტების საკითხს განიხილავს

ერდოღანი ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიგრანტების საკითხს განიხილავს
ერდოღანი ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიგრანტების საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიპ ერდოღანი ორშაბათს ევროკავშირის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას გამართავს, სადაც სირიელ მიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ მოლოდინის მიუხედავად, თურქეთს ევროკავშირისგან მხარდაჭერა არ მიუღია. თუმცა, იმედოვნებს, რომ ორშაბათს გამართული შეხვედრა განსხვავებული შედეგით დასრულდება. 

ამასთან, Journal du dimanche-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაანცხადა, რომ უახლოეს კვირაში, პარიზში მის თურქ კოლეგასთან, ერდოღანთან შეხვედრას გემავს. შეხვედრის შესახებ სხვა დეტალები ამ დროისათვის ცნობილი არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system