თავში

ერდოღანი საპატიო ყარაულს უკრაინულად მიესალმა - VIDEO

​ერდოღანი საპატიო ყარაულს უკრაინულად მიესალმა
ერდოღანი საპატიო ყარაულს უკრაინულად მიესალმა - VIDEO

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას საპატიო ყარაულს უკრაინულად მიესალმა. ერდოღანმა, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან ერთად, უკრაინის ჰიმნი მოისმინა, შემდეგ კი უკრაინულად წარმოთქვა - „დიდება უკრაინას“, რასაც სამხედროებმა ტრადიციულად - „დიდება გმირებს“ - უპასუხეს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ზელენსკისა და ერდოღანის პირისპირ საუბარი. მოლაპარაკებებზე სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

მხარეები ასევე ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, ანკარა კიევს, არმიისა და შეიარაღებისთვის, 50 მილიონი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system